ანდრეს ბრეივიკი, რომელსაც ნორვეგიის სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ქვეყანაში ყველაზე "ძვირადღირებული" პატიმარია.
ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრეივიკის ერთწლიანი პატიმრობა ამ დრომდე ქვეყანას 2,2 მილიოონი აშშ დოლარი დაუჯდა, რაც 15-ჯერ მეტია ვიდრე ნებისმიერი რიგითი დამნაშავის შენახვა.
ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, შემდგომში მისი ციხეში ყოფნა ხაზინას წელიწადში 850 ათასი აშშ დოლარი დაუჯდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აგვისტოს, ნორვეგიის სასამართლო ანდრეს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხუთივე მოსამართლემ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ბრეივიკი საღ ჭკუაზეა.
ბრეივიკის დაცვა სასამართლოზე ცდილობდა აქცენტი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გაეკეთებინა თუმცა თავად განსასჯელი აცხადებდა, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელია და საღ ჭკუაზეა.
ბრეივიკი აცხადებს, რომ მისი ქმედება განპირობებულია ულტრამემარჯვენე და ანტიმუსულმანური შეხედულებებით და არ სურს რომ მას აღიქვამდნენ როგორც შიზოფრენიკს.
2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში და კუნძულ უტოიაზე, ტერორისტის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 77ადამიანი დაიღუპა და 240 დაშავდა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც იყო.