აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ბი-ბი-სი ავრცელებს.
უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში ჩრდილოეთ ვაზირისტანში სამ შენობაზე მიიტანა, რომელსაც ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურეები იყენბდნენ.
გუშინ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლიმატი დაიბარეს და განუცხადეს, რომ ასეთი სახის ავიაიერიშები პაკისტანის სუვერენიტეტის დარღვევაა.
აშშ თავის მხრივ აცხადებს, რომ ავიაიერიშების მიზანია თალიბების განადგურება პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე.