კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას facebook-ის საშუალებით ეხმიანება.
"მე მას საქართველოს პრეზიდენტად არ ვთვლი. ის არის "ნაციონალების" პრეზიდენტი. რას აკეთებს და რას გააკეთებს, სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს...", _ აღნიშნავს კალაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში გუშინ განაცხადა, რომ "კარებში გოლების გამტანების დიდი ბრიგადაა შემოსეული საქართველოში".
სააკაშვილის თქმით, ისინი ვერასდროს გაიმარჯვებენ. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, სწორედ საკუთარ კარში გოლის გატანის მცდელობაა იმაზე საუბარი, რომ რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო, რომ იმ ენერგეტიკულ თუ ეკონომიკურ ემბარგოში, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს, დამნაშავე სწორედ ქართული მხარე იყო.