ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ვაკოს მაჟორიტრარობის კანდიდატი ნინო გურიელი 35-საჯარო სკოლაში მცხოვრებ დევბილებს შეხვდა. კანდიდატი ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს და მათ ქრისტიან-დემოკრატების წინასაარჩევნო პრიორეტეტბზე ესაუბრა.
ნინო გურიელის განცხადებით, დევნილები სრულიად წარმოუდგენელ და კასატროფულ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ.
"თითოეულ ოჯახს მხოლოდ 10-15კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს გამოყოფილი. მისი თქმით მათ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას საცხოვრებელი ფართების გამოყოფისათვის , მაგრამ სახელმწიფომ დღმდე არანაირი ქმრდითი ნაბიჯი არ გადადგა მათ დასახმარებლას - აცხადებს ნინო გურიელი.
"35 საჯარო სკოლაში მცხოვრები დევნილები 1995-წლიდან ცხოვრობენ საკმაოდ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში, მათ გარდა საცხოვრებელი ფართებისა ასევე აწუხებთ მაღალი კომუნალური გადასახადების პრობლემა. ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები გამარჯვების შემთხვევაში ვპირდებით მათ, რომ ქვეყანაში დაწესდება სამმართლიანი ტარიფები და ყველა დევნილი იქნება უზრუნველქოფილი ღირსეული საცხოვრებელი პირობებით" -განაცხადა ნინო გურიელმა.
განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის პირველმა პირმა გაზრდილ საპენსიო პაკეტსა და საყოველთაო დაზღვევაზე გაამახვილა. პრეზიდენტმა იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მთავრობას უახლოეს პერიოდში აქვს დაგეგმილი.