„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ და ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ დღეს ისანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს. გიგი უგულავამ და გიორგი ვაშაძემ ნავთლუღში ახალი, თანამედროვე რკინიგზის სადგურის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება. ახალი სადგური ისნის რაიონში, კომერციულად ყველაზე დატვირთულ ადგილას მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე ბიზნეს ცენტრიც შეიქმნება, რაც რაიონის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
ნავთლუღის მშენებარე სადგურის შემდეგ, გიგი უგულავამ და გიორგი ვაშაძემ ვაზისუბანში, წყლის ახალი რეზერვუარი დაათვალიერეს, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მომავალი წლიდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება რაიონის მოსახლეობას.
გიგი უგულავა და ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, ვაზისუბანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და რაიონის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.