ქუთაისში, საქართველოს პარლამეტის მშენებლობაზე, კიდევ ერთი მუშის დაშავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რეგონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჯამბულ ბაკურაძემ განუცხადა.
"არავინ დაშავებულა და არავითარ საწარმოო ტრამვას ადგილი არ ქონია. გუშინ მოხდა ასეთი ფაქტი, რომ მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა, რომელიც ეპილეფსიით დაავადებული აღმოჩნდა, ცუდად გახდა. მას მაშინვე აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განუცხდა "ჯი-ეიჩ-ენს" ჯამბულ ბაკურაძემ.
მისვე თქმით, ამჟამდ ეს პიროვნება თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს პარლამეტის მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშის დაშავებისა და დაღუპვის შესახებ.