დღეს, 24 აგვისტოს, ნორვეგიის სასამართლო ანდრეს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხუთივე მოსამართლემ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ბრეივიკი საღ ჭკუაზეა.
ბრეივიკის დაცვა სასამართლოზე ცდილობდა აქცენტი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გაეკეთებინა თუმცა თავად განსასჯელი აცხახდებდა, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელია და საღ ჭკუაზეა.
ბრეივიკი აღიარებდა, რომ 2011 წლის 22 ივლისს მან 77 ადამიანი მოკლა და 240 დაჭრა.
ბრეივიკი აცხადებს, რომ მისი ქმედება განპირობებულია ულტრამემარჯვენე და ანტიმუსულმანური შეხედულებებით და არ სურს რომ მას აღიქვამდნენ როგორც შიზოფრენიკს.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში და კუნძულ უტოიაზე, ტერორისტის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 77ადამიანი დაიღუპა და 240 დაშავდა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც იყო.