ბოლო კვირის განმავლობაში აშშ-ში "დასავლეთ ნილის" ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა 60%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ამ დაავადების 1118 შემთხვევა დაფიქსირდა და 40 ფატალური შედეგით დასრულდა. მათგან ბოლო კვირის განმავლობაში 700 კაცი დაავადდა და 36 გარდაიცვალა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება დაავადების ასეთი ზრდისა და ფატალური შემთხვევების კატასტროფული მატების გამო ჩიხშია მომწყვდეული.
დაავადებულთა უიმეტესობა ტეხასის მცხოვრებია. დასავლეთ ნილის ვირუსით დაავადების შემთხვევა სულ 47 შტატშია გამოვლენილი.
ინფექციის შედეგად ავადდებიან, ფრინველები, ადამიანები და ძუძუმწივარა ცხოველები.
პირველად დასაველთ ნილის ვირუსი 1937 წელს უგანდაში დაავადებული ქალის სისხლში აღმოაჩინეს. ამის მიუხედავად ვირუსი ბოლომდე შესაწავლილი არ არის. ვირუსი ძირითადად კოღოებს გადააქვთ. ის განასაკუთრებით სიცოცხლის უნარიანი სამხრეთის ქვეყნებში.
+56-ზე მეტ ტეპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში ვირუსსი კვდება.
მასალის გამოყენების პირობები