ფლამენკოს მეფემ ხუაკინ კორტესმა საქართველოში ახალი კლიპი გადაიღო. ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, სოფო ნიჟარაძემ და ხუაკინ კორტესმა, ამერიკელი კომპოზიტორის კრისტიან ლეოცის სიმღერაზე, "როცა ჩვენ ვცეკვავთ" კლიპი გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ ხუაკინ კორტესმა ბათუმის პიაცაზე კონცერტი, 21 აგვისტოს გაიმართა. ხუაკინ კორტესი ბათუმს 30 კაციან დელეგაციასთან ერთად ეწვია. კონცერტზე ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე საკუთარ თეატრალურ დასთან ერთად უახლესი სპექტაკლით "კალე" წარსდგა. "კალე" კორტესის მიერ დადგმულ 6 საუკეთესო სასცენო შოუს აერთიანებს, რომელიც თავის დასთან ერთად ბოლო ოცი წლის განმავლობაში დადგა.
ფლამეკოს მეფე საქართველოში პირველად 2008 წელს ჩამოვიდა და კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართა. ეს კი ბათუმში მისი პირველი ვიზიტი იყო. როგორც ხუაკინ კორტესმა განაცხადა საქართველოს არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული პუბლიკა ჰყავს და საქართველოს ის მესამედაც აუცილებლად ესტუმრება.