სავაჭრო ცენტრ "კიდობანთან" ბაზრობებისა და სუპერმარკეტების მოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მიტინგზე შეკრებილ მომიტინგეებს ცოტა ხნის წინ "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი შეუერთდა.
მისი განცხადებით, ის მოვაჭრეებთან ერთად იმ საგადასახადო ცვლილების გაუქმებას მოითხოვს, რომელიც მათ ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადების დარიცხვას ავალდებულებს.
"ჩვენ მოვითხოვთ დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი", - აცხადებს დავითაშვილი, რომელიც ახალ საგადასახადო ცვლილებას "ხელისუფლების უგუნურ გადაწყვეტილებად" აფასებს.
აღსანიშნავია, რომ "კიდობანთან" მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ათეული მომიტინგეა შეკრებილი.
ისინი ხვალ, 2 თებერვლას, საპროტესტო აქციის გამართვას უკვე პარლამენტის შენობის წინ გეგმავენ.