ვისოლმა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე პირველი გაზგასამართი სადგური გახსნა. ახალი გაზგასამართი სადგურის გახსნას ბათუმის მერი დაესწრო.
„მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციამ მოთხოვნა ალტერნატიულ, ეკონომიურ საწვავზე მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, ვისოლ ჯგუფმა, როგორც საზოგადოებაზე მზრუნველმა კომპანიამ, გადაწყვიტა მნიშვნელოვნად გააფართოვოს გაზ გასამართი სადგურების ქსელი. მოხარულნი ვართ, რომ ბათუმში პირველი გაზ გასამართი სადგური სწორედ ვისოლმა გახსნა„, - განაცხადა ვისოლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.
შეკუმშული ბუნებრივი გაზი არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს და ორჯერ უფრო მეტად ეკონომიურია ვიდრე სხვა საწვავი, როგორიცაა ბენზინი და დიზელი. ვისოლი მომხმარებელის ავტომობილის გაზის გამართვას მსოფლიოში წამყვან კომპანია Aspro-ს გაზის მიწოდების სისტემით ახდენს, რომელიც პროდუქტის 100% სიზუსტით მიწოდების და უსაფრთხოების გარანტიაა.
ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 15-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი სადგურის ოპერატორებს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს.
ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. ვისოლის გაზ გასამართი სადგურები წარმატებით ფუნქციონირებენ თბილისში, გორში, თელავში, ხაშურში, ზესთაფონსა და საჩხერეში. ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოში, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ავტომობილების გამართვა როგორც ბენზინითა და დიზელით, ისე შეკუმშული ბუნებრივი გაზით. კომპანია ვისოლი მომხმარებელს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს 2007 წლის სექტემბრიდან სთავაზობს.