მოსკოვი და პეკინი დაუშვებლად მიიჩნევენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას სირიასთან მიმართებაში,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრთან დაი ბინგოსთან შეხვედრამდე ლავროვმა აღნიშნა, რომ საკუთარ ქმედებებში ორივე ქვეყანა ძალიან მყარი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.
"ეს კრიტერიუმები მდგომარეობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაში, პრინციპებში, რომელიც ჩადებულია გაეროს წესდებაში და მათი დაღვევიდ დაუშვებლობაში", - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოფიციალური დამასკო კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება, შესაძლოა ის "წითელი ზოლი" გახდეს, რომლის შემდეგაც აშშ გადახედავს თავის პოზიციას და კონფლიქტში ჩაერევა. მისი თქმით, მას ამ დრომდე არ გაუცია ბრძანება კონფლიქტში ჩარევის შესახებ.
ამასთან, ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თუ ჩვენ გავხდებით ქიმიური იარაღის გადაადგილების ან მისი გამოყენების შემსწერენი, შედეგები იქნება კოლოსალური".
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტს "მის ფარგლებს გარეთ გაიტანს".
"ეს არაა მხოლოდ სირიის საშიანაო საქმე, ეს შეეხება ჩვენს მოკავშირეებს რეგიონში, მათ შორის ისრაელს და ეს შეგვეხება ჩვენც", - განაცხადა ობამამ და კიდევ ერთხელ გააფრთხილა ასადი და "მისი მეგობრები" ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სირია ქიმიური იარაღის არსენალის რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.