„ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო" ქარხანა თბილისის მეტროს მიერ 1996 წელს დაარსდა. ქარხანამ 2005 წლიდან თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია დაიწყო, შეიცვალა, როგორც ვაგონების ვიზუალური მხარე, ასევე გაუმჯობესდა უსაფრთხოების ნორმები. მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შეთავაზების მიზნით, შეიცვალა ვაგონების ინტერიერი. 2005 წლიდან დღემდე უკვე მოდერნიზებულია 111 ვაგონი, რაც თბილისის მეტროს მთლიანი მოძრავი შემდაგენლობის 70%-ს შეადგენს. მოდერნიზების პროცესი მთლიანად 2013 წლის ბოლოს დასრულდება და თბილისელებს კომფორტული და უსაფრთხო მეტრო მოემსახურება. „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო" ქარხანა წელს, თბილისის მერიის ინიციატივით გამართულ სამრეწველო აღლუმში „დამზადებულია საქართველოში" მონაწილეობდა და რუსთაველის გამზირზე ნებისიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოში წარმოებული მეტროს ვაგონი დაეთავლიერებინა. „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო" ქარხანამ სასომხეთში მომსახურების ექსპორტი დაიწყო. კერძოდ 2011 წელს ერევნის მეტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ, მიმდინარეობს ერევნის მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო" ქარხანა დაათვალიერა და საქართველოში დამზადებულ პროდუქციას ადგილზე გაეცნო.