„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, მაგდა ანიკაშვილი აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და შემდეგ ქობულაშვილების სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა.
მაგდა ანიკაშვილმა აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებლებს „ქრისტიან - დემოკრატების" წინაასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამა გააცნო და ყურადღება განათლებაზე, სოციალურ საკითხებსა და უმუშევრობაზე გაამახვილა.
დღესვე, მაგდა ანიკაშვილი ქობულაშვილების ხუთშვილიან ოჯახს ესტუმრა, რომელიც დროებით ქირით ცხოვრობს და უკიდურესად მძიმე პირობებში იმყოფება. ოჯახი სახელმწიფოსგან ბინით უზრუნველყოფას ითხოვს, რადგან ერთი თვის შემდეგ საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩება.
„ქრისტიან - დემოკრატებს" მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს თანმიმდევრული პოლიტიკა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რათა მცირეწლოვანი ბავშვები არ აღმოჩნდნენ ასეთ მძიმე პირობებში და ჰქონდეთ სახლ-კარი. ზოგადად, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, მრავალშვილიანობა უნდა იყოს ერთ -ერთი კრიტერიუმი, რომლითაც სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ასეთ ოჯახებს."- განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.