2012 წლის ოქტომბერში LG 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის კომპიუტერულ, 3D თამაშებში, შეჯიბრებას გამართავს.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ორგანიზატორებმა აცნობეს, შეჯიბრი მსოფფლოს მასშტაბით უამრავ ქვეყანაში ტარდება, მაგრამ ფინალში მოხვედრის შესაძლებლობა მხოლოდ რჩეულებს აქვთ; ფინალისტები დუბაიში გაემგზავრებიან და მრავალი ქვეყნის გამარჯვებულთა შორის გააგრძელებენ ბრძოლას.
შეჯიბრება LG-ს ახალი 3D ტელევიზორების დახმარებით ჩატარდება რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და 3D-ს საუკეთესო აღქმა აქვს.
შეჯიბრში დარეგისტრირება მსურველებისათვის ვებსაიტზე აპლიკაციის ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები