ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დარიგებული თანხების ოდენობით ტრაბახისთვისაც გააკრიტიკა.
"ამ ხელოვნური თანხების დარიგებითაც გამოდის, ყელყელაობს და ტრაბახობს ჩვენი პრეზიდენტი. კეთილი ინებენოს და მოგვახსენონ, როგორ გახარჯეს ეს თანხა. მთელი მთავრობის წევრების იქ ჩაყრით ხალხს არ ეშველება. ეს დასაქმების სამინისტროს შექმნას ჰგავს, როგორც ეს სამინისტრო ვერ დაასაქმებს ხალხს, ისე მთავრობის წევრების კინწისყვრით ჩაყვანით არ ეშველებათ გაჭირვებულებს და ვერ დაუბრუნდებათ დაკარგული მოსავალი. მთავრობის წევრები არაფრის გამკეთებლები არ არიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა აღნიშა, რომ ესაუბრა კახი კალაძეს და ორივე მათგანი მზად არის, დამატებით გადარიცხოს თანხები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უკვე გარადიხცული 80 მილიონი ლარის მიზნობრიობას დაასაბუთებს.