„ქრისტიან - დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, ჯაბა სამუშია თემქის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, თემქის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს, რადგან თემქის მეოთხე კვარტალს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.
შეხვედრისას საუბარი შეეხო დასუფთავების გადასახადის დაანგარიშების შეცვლას. მოსახლეობის თქმით, შეუძლებელია ელექტროენერგიით დაანგარიშებული დასუფთავების გადასახადის დაფარვა, რადგან ციფრები ასტრონომიულია.
„ქრისტიან - დემოკრატები“ ამ არჩევნებზე თბილისში გამოვდივართ სამართლიანი ტარიფების მისაღწევად და ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ. ხალხს მივცემთ სამართლიან ტარიფებს, რომელიც კი არ დაახრჩობთ, არამედ შექმნის კომფორტაბელურ გარემოს და შესაბამისად, წყალიც იქნება ამ კორპუსში და მოსახლეობაც არანორმალური გადასახადის ნაცვლად ადეკვატურ თანხას გადაიხდის.“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები