„ქრისტიან-დემოკრატების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვეფხვაძემ ნავთლუღში მცხოვრები ემა ქალიაშვილის ოჯახი მოინახულა.
„თელასმა“ ხელახალი გამრიცხველიანების დროს სოციალურად დაუცველ, 78 წლის ემა ქალიაშვილს დავალიანება დააკისრა.თანხის რესტრუქტურიზაციის შემდეგ ქალბატონ ემას თვიურად 20 ლარის გადახდა უწევდა. თუმცა ემა ქალიაშვილის თქმით, როდესაც იგი აღმოჩნდა არჩევანის წინაშე პური ეყოდა თუ დენის ფული გადაეხადა, მან პურის ყიდვა ამჯობინა, რის გამოც შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. უკვე ერთი თვეა რაც ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ისნის მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში მოხდება „თელასისა“ და „ენერგოპროს“ გამოსყიდვა, რის შემდეგაც მოსახლეობას ძველი დავალიანებები მთლიანად ჩამოეწერება.
„სამართლიანი ტარიფები ხალხს ნიშნავს სწორედ იმას, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ გამოვისყიდით თელასს დადავუბრუნებთ ენერგეტიკას თბილისის მოსახლეობა. ჩვენ ვპირდებით თბილისელებს არსებული ტარიფების გაიაფებას და ძველი დავალიანებების ჩამოწერას“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.