„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები დღეს ყაზბეგში იმყოფებოდნენ. გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა საკალმახე მეურნეობა მოინახულეს და ადგილობრივებს მცირე და საშუალო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე გაესაუბრნენ.
მოძრაობის ლიდერების განცხადებით, საკალმახე მეურნეობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხინაი და პერქპექტიული დარგი ყაზბეგში.
გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა ადგილობრივებს „ქრისტიან-დემოკრატების" მაღალმთიანი რეგიონების კონცეფცია გააცნეს. „ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდი, რომელიც დაბალპროცენტიან და გრძელვადიანკრედიტებს გასცემს, რაც ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
„სწორედ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მაღალმთიან რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ თანმიმდევრულად დავიწყებთ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასა და ხელშეწყობას" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატები" დღეს ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენენ.