ჯანდაცვის მინისტრი დღეს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი-ბისიაის" სტუმრობდა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი "ალდაგი-ბისიას" "ცხელი ხაზის" მუშაობას გაეცნო. მინისტრი ადგილზე მისვლით დარწმუნდა, რომ კომპანია მზადაა, რომ 1-ელი სექტემბრიდან ბენეფიციართა გაზრდილი რაოდენობის ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ "ალდაგი-ბისიაიმ" მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა, რომ 1-ელი სექტემბრიდან მათ კლიენტურას სრულყოფილად მოემსახუროს. იმისათვის, რომ კომპანიამ საკუთარი კლიენტურის უკეთ მომსახურება შეძლოს, "ალდაგი-ბისიაიმ "ცხელ ხაზის" უფრო მეტი გამართული მუშაობისათ[ის დამატებითი კადრები დაამატა.