საქართველოს პრეზიდენტი, პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად, იმერეთის რეგიონს ესტუმრა. შეხვედრები მიხეილ სააკაშვილმა თერჯოლის რაიონის სოფელ ახალთერჯოლის მცხოვრებლებთან და ზესტაფონის რაიონის სოფლების საზანოსა და მეორე სვირის მოსახლეობასთან გამართა.
ადგილობრივებს მან ის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გეგმავს და მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის განვითარებისთვის, ისე ადგილობრივთა დასაქმების მხრივ.
მოსახლეობას ქვეყნის პირველმა ქალბატონმაც მიმართა.