მობილური ტელეფონების ბაზარზე გაყიდვები მცირდება. ანალიტიკური სააგენტო Gartner-ის ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე მობილური ტელეფონების რეალიზაცია 2012 წლის მეორე კვარტალში 2,3%-ით დაეცა.
Gartner-ი აღნიშნავს, რომ გაყიდვების შემცირება, ეკონომიკურ ვითარებასთან ერთად, iPhone 5-ის მოლოდინს უკავშირდება.
მობილური ტელეფონების ბაზარზე კვლავ სამი მოთამაშე: Samsung, Nokia და Apple-ი ლიდერობს.