აჭარის მთავრობა ქობულეთში, სოფელ საჩინოში, ახალი საწარმოს მშენებლობისთვის ინვესტორს ეზებს. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე 5521 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 1099,3 კვ.მ. შენობა-ნაგებობას ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 35 ათასი ლარია და აუქციონი 24 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული.
აუქციონის პირობების ტანახმად, ინვესტორი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 თვის ვადაში დაიწყოს შენობის მშენებლობა/რეაბილიტაცია და არანაკლებ 12 თვის ვადაში აამოქმედოს საწარმო, რისთვისაც განახორციელოს არანაკლებ 200 000 ლარის ინევესტიცია; მყიდველი ვალდებულია ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვის ვადაში საწარმოში მუდმივად 2 წლის ვადით დაასაქმოს არანაკლებ საქართველოს 10 მოქალაქე.