17 აგვისტო ქუთაისის ტერიტორიაზე უქმე დღედ გამოცხადდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბაგრატის ტაძრის აღდგენისა და ტაძარზე ჯვრის აღმართვის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის მთელ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 17 აგვისტო ერთჯერადად გამოცხადდეს დასვენების დღედ.