სირიის პარლამენტის პასუხისმგებელმა მდივანმა ჰადელ აბდულმა ვიდეოხიდი "დამასკო-მოსკოვის" მსველობისას განაცხადა, რომ სირიელ ამბოხებულებს იარაღით დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ისრაელი ამარაგებენ.
"დაძაბულობის ესკალაცია ჩვენს ქვეყენაში გრძელდება და აქ ერთი - გარედან მოხვეული მიზანია - რეჟიმის დამხობა", - განაცხადა ჰადელ აბდულმა.
მისვე თქმით, არსებული მონაცემებით ქვეყანაში მოქმედებენ შეიარაღებული ისლამისტები, კერძოდ "ალ-ქაიდას" ბოევიკები.
შეგახსენებთ, რომ სირიიდან გაქცეულმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რიად ხიჯაბმა აღნიშნა, რომ ქვეყნის რეჟიმი მალე დაემხობა.