ოფიციალურმა პეკინმა ევროკავშირის რიგი ქვეყნებისა და აშშ-ის ქმედებებში, რომელიც სირიაში რეჟიმის შეცვლას უკავშირდება, გაეროს უშიშროების საბჭოს საქმიანობის შეფერხების მცდელობა დაინახა. ამის შესახებ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურრი გაზეთი იუწყება.
აღნიშნული კომენტარი ჩინეთში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის სპეცწარმომადგენლის ვიზიტის წინ გაკეეთდა.
ჩინეთის კომპარტია მიიჩნეევს, რომ დასავლეთის წინადადება შეწყდეს ფრენები სირიის ტერიტორიის თავზე ზიანს აყენებს როგოორ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების ერთიანობას, ასევე სირიაში კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობას.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა და რუსეთმა არაერთხელ დაადეს ვეტო სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
მასალის გამოყენების პირობები