თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტის 100 %-იანი წლის მფლობელი საპარტნიორო ფონდია. როგორც დღეს საპარტნიორო ფონდში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას გახდა ცნობილი, საპარტნიორო ფონდი "გაზისა და ნავთობის კორპორაციის, "საქართველოს რკინიგზისა" და "სახელმწიფო ელექტროსისტემის" 100%-იან წილის მფლობელია.
როგორც საპარტნიორო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გილაურმა განაცხადა. აღნიშნულის გარდა, საპარტნიორო ფონდი კიდევ რამდენიმე კომპანიის წილების მეპატრონეა. გილაურის განმარტებით, ფონდის ფუნქციაა, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი პროექტების დაწყება და შემდეგ მისი "მისი გაყიდვა".
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი ხუმრობით აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდმა მთავრობას სამართავად აღარაფერი აღარ დაუტოვა