ივანე მერაბიშვილი ალექსანდრე ხეთაგურის ნელი და რუტინული მუშაობით კმაყოფილია. ასეთი ეპითეტებით პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა ახალი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მოიხსენია და განმარტა, რომ ხეთაგურის ნელი მუშაობა, მისი ეფექტური მუშაობის პირდაპირპროპორციულია.
"არ არსებობს საქართველოს მსგავსი ქვეყანა. უფრო მეტიც, მსოფლიოში საერთოდ არ არსებობს ქვეყანა, თუნდაც ნავთობი და გაზი ქონდეს დიდი რაოდენობით, ან ალმასი, ოქრო, ვერცხლი და სხვა სასარგებლოს წიაღისეული, რომ შეძლოს 7 წელიწადში 20-ჯერ გაზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ვალდებულებაა შევინარჩუნოთ ზრდის ასეთივე ტემპი, რათა ყველა ის დაპირება, რომელიც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, შევასრულოთ. ალექსანდრე ხეთაგურს აქვს საკმაოდ დიდი გამოცილება რუტინული, ნელი, მაგრამ ეფექტური მუშაობის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ გარანტირებულად გავაგრძელოთ ზრდის ის ტემპი, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გაგვაჩნდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა ახალი მინისტრის წარდგენისას.