ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. დიმიტრი გვინდაძე, რომელიც ნიკა გილაურის ფინანსთა მინისტრობისას, გილაურის მოადგილე იყო, ამჯერადაც ნიკა გილაურის მოადგილე იქნება. საპარტნიორო ფონდს 2012 წლის ივლისიდან ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს.
გვინდაძე პარალელურად "ინვესტ ჯორჯიასაც" უხელმძღვანელებს.
მთავრობაში საკადრო ცვლილებების დროს დიმიტრი გვინდაძე ფინანსთა მინისტრის პოსტი 13 აგვისტოს დატოვა.
შეგახსენებთ, 30 ივნისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდს ხელმძღვანელად დაინიშნა. მთავრობა „საპარტნიორო ფონდს" შეფერხებული პროექტების დაფინანსებისთვის გასულ წელს შექმნა.