მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის საცხოვრებელი სახლის სრული რესტავრაცია დაიწყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ასევე დაგეგმილია ფოროსმანის ორი ნამუშევრის - „მწოლიარე ქართველი ქალის" და „თამარ მეფის პორტრეტის" რესტავრაცია.
სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულებისას მოხდება მხატვრის საცხოვრებელი გარემოს რეექსპონირება. რესტავრირებული ნამუშევრები შემოდგომაზე ფოროსმანის 150 წლის იუბილეზე გამოიფინება.
2009 წელს, 17 წლიანი უშუქობის შემდეგ, მუზეუმში პირველად მოწესრიგდა ელექტროენერგიის პრობლემა, წყლისა და გაზის გაყვანილობა. მუზეუმი ახლიდან გადაიხურა და გასულ წელს მთლინად განახლდა მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე.
წელსვე მუზეუმის ტერიტორიაზე მოეწყობა სველი წერტილები და მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა.
მასალის გამოყენების პირობები