ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრები დღეიდან მუშაობას ოფიციალურად შეუდგებიან. ვახტანგ ბალავაძე და ალეკო ხეთაგური თანამშრომლებს პირადად პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა წარუდგინა და ახალი დაველებებიც მისცა.
როგორც მერაბიშვილმა განმარტა, ალექსანდრე ხეთაგური იყო წარმატებული მინისტრი და მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში ელეტროენერგიის პრობლემა მოგვარდა.
მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ხეთაგურმა პრობლემის მოსაგვარებლად ნიკა გილაურთან ერთად მართლაც რომ შეუძლებელი შეძლო. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ განხორციელებული დივერსიული აქტებიც გაიხსენა, რამაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
მერაბიშვილმა განმარტა, რომ დღეს ქვეყანას ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემები აღარ აქვს.
პრემიერმა თქვა, რომ ქვეყანამ მოახერხა და საკმაოდ დაბალი ტარიფებით იღებს გაზს.
"ის მიღწევები ენერგეტიკის სამინისტროში საქართველოს თითოეულ ოჯახს უნდა ვაგრძნობინოთ",- აღნიშნა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების შესახებ ცნობილი 13 აგვისტოს გახდა, რომლის თანახმადაც, ფინანსთა მინისტრად ალექსანდრე ხეთაგური, ენერგეტიკის მინისტრად კი - ვახტანგ ბალავაძე დაინიშნა. საკადრო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა განცხადება ოზურგეთში გააკეთა.