ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილედ ინიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე დიმიტრი გვინდაძეს ცოტა ხანში თავად პრემიერ-მინისტრი წარადგენს.
დიმიტრი გვინდაძე, რომელიც ნიკა გილაურის ფინანსთა მინისტრობისას, გილაურის მოადგილე იყო, ამჯერადაც ნიკა გილაურის მოადგილე იქნება.
მთავრობაში საკადრო ცვლილებების დროს დიმიტრი გვინდაძე ფინანსთა მინისტრის პოსტი 13 აგვისტოს დატოვა.
შეგახსენებთ, 30 ივნისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდს ხელმძღვანელად დაინიშნა. მთავრობა „საპარტნიორო ფონდს" შეფერხებული პროექტების დაფინანსებისთვის გასულ წელს შექმნა.
„საპარტნიორო ფონდიდან" დასაფინანსებელი პროექტები კონკურენტული წესით უნდა შეირჩეს, თუმცა პრიორიტეტი ენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც ნაკლებ თანადაფინანსებას ითხოვს.
ასევე, შეუძლებელია „საპარტნიორო ფონდიდან" მომსახურების და უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციის თანადაფინანსება.