ოალიცია "ქართული ოცნება" "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს გონივრულ გადაწყვეტილებად აფასებს.
"ეს მისასალმებელი ინიციატივაა. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის ხმების დაქსაქსვა ხდებოდა ხოლმე მაშინ, როცა ერთსა და იმავე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან იყო წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში, ხშირად, ოპოზიცია ერთმანეთს ხმებს ართმევდა და ვერ იმარჯვებდა. ამის ნაცვლად ძალების კონსოლიდაცია რომ ყოფილიყო, თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება. ასე რომ, ნინო ბურჯანაძის ეს გადაწყვეტილება გონივრული და ნამდვილად სახელმწიფოებრივია, რაც ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა", - განუცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.