ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის უროლოგებმა დაადგინეს, რომ ცივი ჩაი შესაძლოა სახიფათო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ექსპერიმენტის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ ცივი ჩაი ხელს უწყობს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას მასში ოქსალატების მაღალი შემცველობის გამო.
ექიმების რჩევით, იმ ადამიანებმა, ვინც მიდრეკილია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი, რაციონიდან უნდა ამოიღონ ოქსალატების დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები, კერძოდ ისპანახი, შოკოლადი, ნიგოზი, ხორცი. ასევე გვირჩევენ მარილის რაოდენობის შემცირებას, მიღებული სითხის რაოდენობის გაზრდას და კალციუმით მდიდარი პროდუქტების მიღებას, ვინაიდან ისინი ამცირებენ ოქსალატების გამოყოფას.
მასალის გამოყენების პირობები