გიგა ბოკერია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი და სააკაშვილის მთავარი მოკავშირე, უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და ამბობს, რომ რეალურად მთავრობა იტანს უწესრიგო და ყველაფერზე წამსვლელ მედიაგარემოს. ამის შესახებ ბოკერია "ასოშეიტედ პრესს" ესაუბრა.
მისი თქმით, ქართული მედია არის ძალიან აქტიური და კრიტიკული და ხანდახან ამჟამინდელი მთავრობისადმი აგრესიულ გზავნილებსაც ავრცელებს, რაც სრულიად ლეგიტიმური და კანონიერია.
უშიშროების ხელმძღვანელი ახსენებს ახლახანს მიღებულ კანონს, რომელმაც გაზარდა იმ სატელევიზიო არხების ხელმისწავდომობა, რომლებიც კრიტიკულია მთავრობისადმი. ასე იქნება არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში და ეს ფაქტი საბჭოს თავმჯდომარეს თავისუფალი სიტყვისადმი მთავრობის ერთგულების დასტურად მოჰყავს.
ბოკერია ამბობს, რომ კაცები, რომლებიც დუგლაძეს დასდევენ კონკურენტი რეპორტიორები არიან და მათ მიბაძეს ოპოზიციური მედიასაშუალების აგრესიულ მეთოდს.
„ეს ახალი ტაქტიკა თავად ინფო 9-მ დანერგა და მერე ამაზე ასე ირეაგირეს - გადაიღეს მათი ქცევა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან," ამბობს ბოკერია. „ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმას, თუ როგორ იქცევა მედიასაშუალება ამა თუ იმ მხარეს."
სააკაშვილის ბანაკი ივანიშვილს კრემლის მარიონეტად ხატავს და იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთია მისი სიმდიდრის წყარო. დღევანდელ რუსეთში ასეთი რამ ვერ მოხდება კრემლთან კავშირის გარეშე," ამბობს ბოკერია. ივანიშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს.