უშბაზე სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათში განახლდება. მაშველები 4,5 ათას მეტრზე მყოფი სომეხი ალპინისტის ევაკუაციას შეეცდებიან. უამინდობის გამო, ამ დროისათვის უშბასთან მიახლოება ვერ ხერხდება. მაშველებმა მოახერხეს და გუშინ სამაშველო თოკებით ალპინისტთან საკვები პროდუქტები და დამატებითი სამაშველო აღჭურვილობა ჩაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მესტიის პროზექტურაში რუსი ალპინისტი გადაასვენეს, რომელიც კლდეზე ასვლისას სიმაღლიდან მოწყდა.
მასალის გამოყენების პირობები