,,გაყიდვების მართვის კომპანია'' ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას იწყებს და მცირე კომპანიებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოებით არიან დაკავებულნი გაყიდვების სექტორში კონსალტინგს გაუწევს.
,,კომპანია ბოლო 6 თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად რეგიონებში მუშაობდა და ეცნობოდა სხვადასხვა პროდუქტების მწარმოებლებს, მათაგნ შერჩეული იქნა რამდენიმე რომელიც კომპანიის დახმარებით შეიფუთება თანამდეროვე დიზაინით და გამოჩნდება თბილისის სავაჭრო ქსელებში'' - აცხადებენ კომპანიაში.
ამ დროისათვის კომპანია ორო პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირებაზე მუშაობს, ეს არის - შპს ,,მაჭახელას'' მიერ აჭარაში წარმოებული აკაციის და წაბლის თაფლი ორიგინალურ შეფუთვაში და აჭარაში აგროექსპორტის მიერ წარმოებული ელიტარული შავი ჩაი ‘'ელიტა'' და მწვანე ჩაი ,,ბათუმი''.
,,მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც სავაჭრო ქსელებთან, ასევე სასტუმროებთან, რომ მოხდეს პროდუქტების შეტანა'' - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის მიერ ასევე შეიქმნა სავაჭრო ნიშანი ‘'ქართული'', რომელიც ,,გაყიდვების მართვის კომპანიის'' მიერ შერჩეულ პროდუქტებზე დაიტანება და მოხდება ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია სლოგანით - ‘'აირჩიეთ ქართული''.
მასალის გამოყენების პირობები