ირანმა საკუთარი ჯარი საგანგებო მზადყოფნაში მოიყვანა
"ირანი მზადაა ნებისმიერი პროვოკაციისთვის ან ესკალაციისთვის მის წინააღმდეგ. თუ დასავლეთის ნებისმიერი ქვეყანა გადაწყვეტს შეტევას, ირანი გამოიყენებს ძალას, და სამხედრო ძალა იქნება იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე მოელიან. მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო სამხედრო მზადყოფნის შესახებ", - იუწყება ირანის ტელარხე "ფარსი".
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის მხრიდან გაისმა არაერთი განცხადება ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო იერიშის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ისრაელის პრემიერ-მინსტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ და თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადეს, შემოდგომაზე იარანის ბირთვული ობიექტების, შესაძლო, იერიშის შესახებ.
ისრაელში დარწმუნებულნი არიან, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვერ შეძლებს ირანის შეჩერებას მის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პროცესში.