რიკოთის უღლელტეხილზე გაზის გადამტანი მანქანა კლდეს შეეჯახა და აფეთქდა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ის პრესამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ მანქანამ მართვა დაკარგა და კლდეს შეეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია, -
მახარაძის თქმით, ამ დროისათვის ადგილზე მუშაობენ მაშველები. ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.