ბათუმისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი "ჟიგულის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა. ავტომანქანა შუქნიშანს არ დაემორჩილა და რკინგზის ლიანდაგზე გადასვლას იმ დროს შეეცადა, როდესაც მასთან მატარებელი ახლოს იყო.
მანქანაში სამი მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი - მეათეკლასელი გოგონა და მისი დედა ადგილზევე დაიღუპა. მძღოლი , რომელიც გარდაცვლილთა მეზობელი იყო, მძიმე მდგომარებაში ლანჩხუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის მას საჭირო მკურნალობა უტარდება და ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკულია.