ხვალ, 13 აგვისტოს, 19:30 საათზე, თიბისი გალერეაში, საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის, "Traveling Notes" ფარგლებში, გაიმართება კამერული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონცერტში მონაწილეობს წეროვანის დევნილთა სკოლის სასულე ორკესტრი, რომელიც 2010 წელს თიბისი ფონდმა დააფუძნა. ეს არის პირველი შერეული სასულე ორკესტრი საქართველოში, რომელიც აერთიანებს 14-იდან 18 წლამდე დევნილ ბავშვებს.
პროგრამაშია შტრაუსის, ბახის, პიაცოლას ნაწარმოებები, ასევე, შესრულდება ვიქტორ დოლიძისა და რევაზ ლაღიძის კომპოზიციები