ფრანგების 52% მხარს უჭერს გაეროს ეგიდით სირიაში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საზოგადეოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
იმის გამო რომ ვერ ხერხდება სირიაში მიმდინარე ძალადობის აღკვეთა, სამთავრობო ძალები კვლავაც აგრძელებენ ალეპოს დაბომბვას არტილერიის გამოყენებით ფრანგები მიიჩნევნ, რომ ვითარება ძალის გამოყენებით უნდა მოგვარდეს.
ამჟამად ამ მოსაზრებას მხარს უჭერს მოსახლეობის 52%, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი მაისში 58% იყო.
მათ შორის ვინც მხარს უჭერს სირიაში პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტას 64% მმართველი პარტიის ან მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების მხარდამჭერია.
გამოკითხვა ინტერნეტის მეშვეობოთ 2012 წლის 6-8 აგვისტოს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1004-მა რესპოდენტმა მიიღო.