ლონდონის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ბოლო ქართველი სპორტსმენი, 32 წლის გიორგი გოგშელიძე, 96 კგ წონითი კატეგორიის თავისუფლად მოჭიდავეთა ბრინჯაოს ფინალში იპაექრებს. ½-ფინალში გორელის მეტოქე ამერიკელი იაკობ სტივენ ვარნერი გახლდათ, რომელსაც მხოლოდ პირველ პერიოდში აართვა 2 ქულა, დანარჩენებში კი თითო ქულა მეტოქემ აიღო, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები