სვანეთში, უშბაზე ასვლისას რუსი ალპინისტი დაიღუპა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მესტიის გამგებელმა ილო ჯაფარიძემ განუცხადა, უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ მოხდა.
"ჩვენ მომხდარის შესახებ გუშინ საღამოს გავიგეთ, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფი და ალპინისტები. რომლებიც ცდილობენ დაღუპულის ცხედარი ისეთ პლატფორმაზე გადმოიტანონ, სადაც შესაძლებელი იქნება ვერტმფრენის მიდგომა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ილო ჯაფარიძემ.
მისვე თქმით, დაღუპულის თანმხლები ორი ალპინისტი ცოცხალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ჩვენი ინფორმაციით, მწვერვალისკენ სამი ალპინისტი მიემართებოდა. ორის მდგომარეობა ნორმალურია და მათ სიციცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ჯაფარიძემ.
უნდა აღინიშნოს რომ 7 აგვისტოს შემდეგ ქართველმა მაშველებმა ქვის ცვენაში მოყოლილი 4 რუსი ალპინისტი გადაარჩინეს, რომლებიც თეთნულდის დალაშქვრას აპირებდნენ.