სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს თხოვნით მიმართა, გააძლიერონ ლოცვა, რათა "მშვიდობით განვლოს ამ პერიოდმა და ერმა აირჩიოს ის, ვინც სათნო არის წინაშე ღვთისა".
როგორც ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა , საქართველოში ეხლა რთული პერიოდია და ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება.
"გთხოვთ გააძლიეროთ ლოცვა, რომ მშვიდობით განვლოს ამ პერიოდმა და ერმა აირჩიოს ის, ვინც სათნო არის წინაშე ღვთისა", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა: ჩადუნელები, სულაძეები, ხვადაგიანები, ჯანიაშვილები და წულაიები.