2012 წელს შიდსით ინიფიცრების 302 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში განუცხადეს, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს მონაცემებით, ცენტრში სულ რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 3417 შემთხვევა.
მათივე ინფორმაციით, რეგისტრირებულთა შორის - 2503 - მამაკაცია, ხოლო - 914 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
"2012 წელს გამოვლინდა 302 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 1271 პაციენტი, მათგან 36 - ბავშვი. შიდსი განუვითარდა 2255 პაციენტს, 752 გარდაიცვალა", - იტყობინება შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.