დღეს, 11 აგვისტოს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავს.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე ნანა დარასელიამ წინა საქმეზე ბიძინა ივანიშვილი 22 მილიონი ლარით დააჯარიმა.
განსახილველ საქმეში კი აუდიტის სამსახური ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან 2 900 000 დოლარის, 700 000 ლარისა და 700 ევროს ნაღდი ფულის სახით გამოტანის გამო დაჯარიმებას მოითხოვს.
ანალოგიურ საქმეზე სასამართლომ 10 აგვისტოს კახა კალაძე 16 944 900 ლარით დააჯარიმა, რომელსაც აუდიტის სამსახური 3.388.992 ლარის უკან - საკუთარ ანგარიშზე დაბრუნებას თხოვდა.
ასევე სასამართლომ აუდიტის სამსახურის მოთხოვნის დაუკმაყოფლეებლობის - ნაღდი ფულის სახით საკუთარი ანგარიშიდან გატანილი თანხის ანგარიშზე დაუბრუნებლობის გამო კალაძეს უძრავ-მოძრავი ქონებაც დაუყადაღდა. საუბარია კომპანიებზე "მაქს ბეტზე", "კალა კაპიტალზე", ასევე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტომობილებზე. სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოში კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება.