აშშ სირიის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. სანქციების ეს პაკეტი შესაძლოა შეეხოს უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს მაღალჩინოსნებმა გააკეთეს, რომლებიც აფრიკის ქვეყნებში ვიზიტისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონთან ერთად არიან.
მათივე ინფორმაციით, ვაშინგტონი ახალი სანქციების შესახებ დღეს მოგვიანებით ოფიცილურად გამოაცხადებს.
"სანქციებს მომავალშიც გავამკაცრებთ, იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რეჟიმს უჭერენ მხარს, როგორც სირიის ტერიტორიაზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც", _ აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები