გაეროს მონაცემებით, სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ქვეყნის ტერიტორია 1,5 მილიონმა ადამიანმა უკვე დატოვა. განცხადება ამის შესახებ გადაადგილებული პირების შესახებ გაეროს მომხსენებელმა ჩალოკი ბეიანიმ გააკეთა.
მომხსენებელი მოუწოდებს სირიის ხელისუფლებას და კონფლიქტის მონაწილე სხვა მხარეს პატივი სცენ საერთაშორისო ნორმებს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და არ დაუშვან ისეთი პირობების შექმნა, რომელთა გამოც ადამიანები იძულებულნი იქნებიან საკუთარი საცხოვრებელი სახლები მიატოვონ.
გაეროს მონაცემებით, ამ დროისათვის იძულებით გადაადგილებულია 1,5 მილიონი სირიელი, მათ შორის 200 ათასზე მეტი ლტოლვილი ქალაქ ალეპოდანაა.
მასალის გამოყენების პირობები