ირანის ისლამური რესპუბლიკა 2013 წლისათვის ინტერნეტით სარგებლობის შეწყვეტასა და ამის ნაცვლად ქვეყნის ფარგლებში არსებული შეზღუდული ინტერნეტის გამოყენებას აპირებს.
ირანის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის მინისტრმა რეზა ტაკიპურმა ინტერნეტზე განაცხადა, რომ "ის ნდობას არ იმსახურებს" და რომ "იგი ერთი ან ორი გარკვეული ქვეყნის ხელში იმყოფება".
ტაკიპურმა ასევე განაცხადა, რომ ირანის ოფიციალური დაწესებულებებისა და სამინისტროების ვებ-გვერდები მსოფლიო ქსელიდან უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვლენ. მთლიანობაში გადასვლა 2013 წელს დასრულდება.
ირანის "შიდა ინტერნეტის" პროგრამაზე ცოტა რამ არის ცნობილი. დახურული ინტერნეტი ასევე არსებობს კუბაზე.